понедельник, 25 ноября 2013 г.

გაკვეთილი "ისტ-ის სამყაროში"


    გაკვეთილი "ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში" შემოქმედებითი გაკვეთილია და შედგენის დროს მე გავითვალისწინე შემდეგი:

  • სასწავლო მასალა უნდა იყოს საინტერესო, სახალისო და შთამბეჭდავი;
  • მოსწავლისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა იყოს დატვირთული მრავალფეროვნებით;
  • მიწოდებული მასალა უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკს;
  • უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მუშაობა ჯგუფებში, რადგან სწავლების ასეთი ფორმით მეტი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია. როგორც წესი, ჯგუფური მუშაობისას მოსწავლე თვითონ ან ჯგუფის წევრთა ერთობლივი ძალებით მიდის ჭეშმარიტებამდე;
  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შეფასება, რომელიც უნდა ხდებოდეს დროულად და ობიექტურად. და თუ შეფასებაში მონაწილეობს კომპიუტერი ეს უფრო საინტერესოა და სახალისოც;
  • და ბოლოს მეგობრული და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა ხელს შეუწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას.

2 комментария:

  1. ვნახე ვიდეო, ძალიან საინტერესო გაკვეთილია, საინტერესო დავალებებით და ტესტებით!

    ОтветитьУдалить
  2. მადლობა, ჩემს მიერ შექმნილი და გამოყენებული მასალა მგონი იყო დატვირთული მრავალფეროვნებით და შეესაბამებოდა მოსწავლეთა ასაკს.

    ОтветитьУдалить