суббота, 30 ноября 2013 г.

კროსვორდის შექმნის ისტორია

როგორ შევადგინოთ კროსვორდი Excel-ში

კროსვორდი (ინგ. cross - გადაკვეთა, word - სიტყვა) - სიტყვათა თავსატეხის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში.

კროსვორდის შექმნასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ინგლისელები თვლიან, რომ პირველი კროსვორდი XIX საუკუნეში ლონდონის "Time" გაზეთში დაიბეჭდა და მისი ავტორი მაიკლ დევისი იყო.

სხვა ვერსიის თანახმად სამხრეთ აფრიკელმა, რომელიც საგზაო შემთხვევის გამო იჯდა ციხეში გამოიგონა თამაში, რომელსაც "აქეთ-იქით" დაარქვა და კეიპტაუნის ერთ-ერთი ცნობილი გაზეთის რედაქტორს გაუგზავნა, მაგრამ რედაქტორმა ძალიან სკეპტიკურად მიიღო ეს სიახლე. მან ერთ დღეს თავის მეგობრებს აჩვენა ციხიდან მიღებული წერილი. ისინი ძალიან დაინტერესდნენ და დაიწყეს მსოფლიოში პირველი კროსვორდის ამოხსნა.

მესამე ვერსია პირველი კროსვორდის ავტორობას ინგლისელ ჟურნალისტს არტურ უინს ანიჭებს. მისი კროსვორდი გამოქვეყნდა 1913 წლის 21 დეკემბერს "New York World" გაზეთში. მსოფლიოში პირველი კროსვორდების კრებული გამოიცა 750 ათას ეკზემპლარად 1924 წელს აშშ-ში, რომელიც შეიცავდა 50 კროსვორდს.

კროსვორდის ამოხსნას "ტვინის ვარჯიშს" უწოდებენ. კროსვორდის შექმნის ისტორიის გაცნობის შემდეგ, მინდა გავაზიარო Excel-ში კროსვორდის შედგენის ერთ-ერთი არც თუ ისე რთული ხერხი:




5 комментариев:

  1. ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა, ვიდეოც ვნახე, შემიძლია გამოვიყენო და შევადგინო კროსვორდი Excel-ში, საჭიროა ასეთი ბლოგების გავრცელება სოციალურ ქსელებში, მადლობა პედაგოგს!!!

    ОтветитьУдалить
  2. გეთანხმებით, აუცილებელია ასეთი ბლოგების გავრცელება სოციალურ ქსელებში! მადლობა!

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან საინტერესო და საჭირო!!!!!!!!!

    ОтветитьУдалить