ჩემ შესახებ

მოგესალმებით!
მე მარიეტა მქვია, ვარ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში
2001 წელს ჩავირიცხე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტზე, "მათემატიკა, ინფორმატიკა და გამოთვლითი ტექნიკა" სპეციალობით. 2006 წელს წარჩინებით დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სალმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტობის დროს აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი სტუდენტურ ოლიმპიადებში და კონფერენციებში. 
2008 წ.-დან - 2013წ.-მდე ვსწავლობდი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 2008 წლიდან - დღემდე ვმუშაობ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლად.  

სტუდენტობის და დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო სტატია, რომლის თანაავტორი გახლავართ:

1. ზაურ მაჩაიძე, სილვა ტოროსიანი, მარიეტა ტოროსიანი 
"კომპიუტერულ სისტემა "MATHEMATICA"-ში შემუშავებული მსწავლებელი პროგრამები, როგორც საგანმანათებლო პროცესის სრულყოფის ფაქტორი" 
//ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი, "საზრისი", შრომების კრებული №17, თბ., 2005. გვ. 47-52

2. ზაურ მაჩაიძე, სილვა ტოროსიანი, მარიეტა ტოროსიანი 
"კომპიუტერული ტესტირება სისტემა "MATHEMATICA"-ში"
//ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი, "საზრისი", შრომების კრებული №23, თბ., 2007. გვ. 68-72

2013 წლის 25 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დამაჯილდოვა დიპლომით და ფულადი პრემიით მესამე ადგილის დაკავებისთვის ბლოგების კონკურსში "ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში"




2016 წელს წარმატებით ჩავაბარე საგნის გამოცდა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; 
2017 წელს წარმატებით ჩავაბარე პროფესიული უნარების გამოცდა;
2017 წლიდან ვარ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებელი.
2022 წელს წარმატებით ჩავაბარე პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით.
2023 წელი - ვმუშაობ პორტფოლიოზე და ვიმედოვნებ, რომ მალე მოვიპოვებ წამყვანი მასწავლებლის სტატუსს. 

ჩემი სერტიფიკატები:









ჩემი ინტერესები: კომპიუტერი, web-დიზაინი, კომპიუტერული სისტემა MATHEMATICA, წიგნები.
იმედია გახდებით ჩემი ბლოგის ხშირი სტუმარი. გმადლობთ ყურადღებისათვის!

მოხარული ვიქნები თქვენთან თანამშრომლობით!
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: mariettatorosiani@gmail.com

6 комментариев:

  1. მარი ძალიან კარგი ბლოგია, საინტერესო. აბა შენ იცი სულ წარმატებები და წარმატებები.
    თამუნა

    ОтветитьУдалить
  2. დიდი მადლობა, გაიხარე! :)

    ОтветитьУдалить
  3. ყოჩაღ მარიეტა. წარმატებებს და წინსვლას გისურვებ...

    ОтветитьУдалить