среда, 15 февраля 2017 г.

პირველი სასკოლო ჰაკატონი


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab ATSU მიერ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ორგანიზებული სასკოლო ჰაკათონის “JUNIOR ATSUHACK“ IV ტურში, რომელიც ჩატარდება ქუთაისში გადავიდნენ VI კლასის შემდეგი მოსწავლეები: მარიამ კობაიძე, სალომე ბერძენიძე, მარიამ ლაბაური და ნიკოლოზ კაზარიანი. https://www.facebook.com/JuniorATSUhack    








четверг, 29 октября 2015 г.

2015-2016 სასწავლო წელი

V კლასის ნახატები Paint - ში

მარიამ გიგაურის ნახატები




ლიზი ჯოხაძის, მარიამ კობაიძის ნახატი

суббота, 1 февраля 2014 г.

მუშაობა MS Excel-ში



ელექტრონული ცხრილების პროგრამის - MS Excel-ის საშუალებით შეიძლება რიცხვითი მონაცემების დამუშავება, გამოთვლების შესრულება და ინფორმაციის სხვადასხვა გზით ორგანიზება. MS Excel ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება.

ელექტრონული ცხრილების შექმნის იდეა პირველად გაუჩნდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ-ი) სტუდენტებს დენი ბრიკლინსა და ბობი ფრანკსტორს. მათ 1979 წ. შექმნეს ელექტრონული ცხრილის პროგრამა სახელწოდებით VisiCalc. შემდეგ შექმნილი იქნა უფრო სრულყოფილი ცხრილი SuperCalc. კიდევ უფრო სრულყოფილი ელექტრონული ცხრილი შექმნილი იქნა 1982 წ. Lotus-ის სახელწოდებით (ფირმა - Lotus Development-ი). 1987 წელს ფირმა Microsoft-ის მიერ შემუშავებული იქნა ელექტრონული ცხრილი Excel, რომელმაც დღეისათვის ძალზე ფართო გამოყენება ჰპოვა.
აქ მინდა გავაზიარო Excel-ში მუშაობის ჩემი გამოცდილება. დაწვრილებით

понедельник, 30 декабря 2013 г.

თსუ-ს ლექტორი - WOLFRAM RESEARCH კომპანიის ტექნოლოგიებისა პირველი ინსტრუქტორი ქალი აღმოსავლეთ ევროპიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ლექტორმა სილვა ტოროსიანმა მიმდინარე წელს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მან 2013 წლის 29 აგვისტოს წარმატებით ჩააბარა გამოცდა და სექტემბრიდან არის WOLFRAM RESEARCH კომპანიის ტექნოლოგიებისა და სასწავლო კურსების სერტიფიცირებული ინსტრუქტორი. იგი აღმოსავლეთ ევროპაში არის პირველი ქალი, ვინც ამ წარმატებას მიღწია. დაწვრილებით

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!

суббота, 30 ноября 2013 г.

კროსვორდის შექმნის ისტორია

როგორ შევადგინოთ კროსვორდი Excel-ში

კროსვორდი (ინგ. cross - გადაკვეთა, word - სიტყვა) - სიტყვათა თავსატეხის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში.

კროსვორდის შექმნასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ინგლისელები თვლიან, რომ პირველი კროსვორდი XIX საუკუნეში ლონდონის "Time" გაზეთში დაიბეჭდა და მისი ავტორი მაიკლ დევისი იყო.

სხვა ვერსიის თანახმად სამხრეთ აფრიკელმა, რომელიც საგზაო შემთხვევის გამო იჯდა ციხეში გამოიგონა თამაში, რომელსაც "აქეთ-იქით" დაარქვა და კეიპტაუნის ერთ-ერთი ცნობილი გაზეთის რედაქტორს გაუგზავნა, მაგრამ რედაქტორმა ძალიან სკეპტიკურად მიიღო ეს სიახლე. მან ერთ დღეს თავის მეგობრებს აჩვენა ციხიდან მიღებული წერილი. ისინი ძალიან დაინტერესდნენ და დაიწყეს მსოფლიოში პირველი კროსვორდის ამოხსნა.

მესამე ვერსია პირველი კროსვორდის ავტორობას ინგლისელ ჟურნალისტს არტურ უინს ანიჭებს. მისი კროსვორდი გამოქვეყნდა 1913 წლის 21 დეკემბერს "New York World" გაზეთში. მსოფლიოში პირველი კროსვორდების კრებული გამოიცა 750 ათას ეკზემპლარად 1924 წელს აშშ-ში, რომელიც შეიცავდა 50 კროსვორდს.

კროსვორდის ამოხსნას "ტვინის ვარჯიშს" უწოდებენ. კროსვორდის შექმნის ისტორიის გაცნობის შემდეგ, მინდა გავაზიარო Excel-ში კროსვორდის შედგენის ერთ-ერთი არც თუ ისე რთული ხერხი: