"ისტ-ის სამყაროში"






გაკვეთილის "ისტ-ის სამყაროში" გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
შემოქმედებითი გაკვეთილი „ისტ-ის სამყაროში“
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, VI კლასი ( ორი გაკვეთილი)
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ კომპიუტერი იღებს მონაწილეობას მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებაში და შეფასებაში
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. VI. 1
  • მოსწავლე გაიაზრებს საპრეზენტაციო პროგრამის PowerPoint-ის მნიშვნელობას და შესაძლებლობებს;
  •  მოახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო-ვიდეო მასალის ეფექტიანად კომბინირებას შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
ის ტექნ. VI. 2
  • ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას.

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან კომპიუტერის მოწყობილობები, ტექსტურ რედაქტორში მუშაობის ძირითადი წესები, ფლობენ ინფორმაციას ინტერნეტზე, როგორც გლობალურ ქსელზე და თავისუფლად ქმნიან პრეზენტაციებს ანიმაციით.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით და სიტყვიერი კომენტარით.
მოსწავლეები შეფასდებიან კომპიუტერის მიერ:
ტესტებში - მსწავლებელი პროგრამის მიერ;
დავალებებში (რებუსი, კროსვორდი, გამოიცანი სიტყვა) - შეტყობინებით „სწორია შეტანილი პასუხი“ ან  „შეცდომაა“
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
MS Office პროგრამები: PowerPoint 2010; Excel 2010.
კომპიუტერი, პროექტორი, დინამიკები
პირველი გაკვეთილის მსვლელობა

      პრეზენტაცია
  „ისტ-ის სამყაროში“
  1. საორგანიზაციო საკითხები (2 წუთი)
  2. ტესტები: უპასუხე კითხვებს (23 წუთი) - მსწავლებელი პროგრამა-ტესტი, რომელიც Trigger-ის მეშვეობით შედგენილია PowerPoint-ში.
  3. გამოიცანი კოდირებული შეტყობინება (6 წუთი) - ანბანის თითოეული ასო კოდირებულია, მოსწავლის ამოცანაა შეიტანოს Textbox-ში კოდირებული სიტყვა, სწორი ან არასწორი პასუხის შემთხვევაში კომპიუტერი გამოიტანს შესაბამის შეტყობინებას.
  4. რებუსები (5 წუთი) - მოსწავლის ამოცანაა გამოიცნოს რებუსი და სწორი პასუხი შეიტანოს შესაბამის ველში, რაზეც ინტერაქტიურ რეჟიმში მიიღებს პასუხს.
  5. ანაგრამები (4 წუთი) - ანუ ასოების გადასმა ისე, რომ ერთი სიტყვიდან სხვა სიტყვა მივიღოთ. მოსწავლის ამოცანაა გამოიცნოს სიტყვა და სწორი პასუხი შეიტანოს შესაბამის ველში.
  6. შეჯამება (5 წუთი);

მეორე გაკვეთილის მსვლელობა
  1. საორგანიზაციო საკითხები (2 წუთი)
  2. პრეზენტაცია  „ისტ-ის სამყაროში“
  3. გამოიცანი სიტყვა: (20 წუთი) - სახალისო და საინტერესო დავალება. კლასი სამ ჯგუფად იყოფა. კითხვა ეკრანზე სულ სამჯერ ციმციმებს, მოსწავლეებმა უნდა დაიმახსოვრონ კითხვა და აირჩიონ ასო-ბგერა, თუ არჩეული ასო არ არის სიტყვაში, მაშინ კომპიუტერი გამოსცემს ხმოვან შეტყობინებას: "არ არის ასეთი ასო", სხვა შემთხვევაში არჩეული ასო გამოჩნდება სიტყვაში შესაბამის ადგილას.
  4. კროსვორდი 1 (10 წუთი) - PowerPoint-შია შედგენილი
  5. კროსვორდი 2 (10 წუთი) - შედგენილია MS Excel-ში.
  6. შეჯამება (3 წუთი)


ანგარიში გაკვეთილის ჩატარების შესახებ
კლასი:  VI
მასწავლებელი:   მარიეტა ტოროსიანი                                                                                                     
საგანი:  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ძირითადი თემა/საკითხი
„ისტ-ის სამყაროში“
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები
მუშაობა ჯგუფებში და წყვილებში
ძირითადი სასწავლო რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, MS Office PowerPoint 2010
გეგმით განსაზღვრული   შედეგები
მოსწავლეებმა გაიაზრეს საპრეზენტაციო პროგრამის PowerPoint-ის შესაძლებლობები.
მოსწავლეებმა შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას ობიექტების და პროცესების გამოსახვისას ადეკვატურად შეარჩიეს ციფრულ საშუალებები და ცნებები (იხილეთ მოსწავლეების პრეზენტაციები) და მოახდს  გრაფიკული მასალის ეფექტიანად კომბინირება;
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები და მათი გავლენა მოსწავლეებზე
მოსწავლეებისთვის სახალისო და თვალსაჩინო იყო ტესტებზე სავარაუდო პასუხის არჩევა, რებუსების ამოხსნა და განსაკუთრებით დავალება „სიტყვების და კროსვორდების  გამოცნობა“
მოსწავლეები ინტერესით და ხალისიანად ეკიდებოდნენ ერთმანეთის პასუხებს და  კომპიუტერის მიერ წარმოდგენილ  შეფასებას
რაზე მეტყველებს მოსწავლეთა ნამუშევრები?
მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს, მაქსიმალურად ხარისხიანად შეადგინეს პრეზენტაციები  და წარმოადგინეს კლასის წინაშე.
უფრო მეტად რომელი უნარების განვითარება იკვეთება?
შემოქმედებითი და წარმოსახვითი აზროვნება

13 комментариев:

  1. dzn saintereso gakvetilia, rit var agprtovanebuli.xshirad shemoval am blogze , davelodebi blogis ganaxlebas axlo momavalshi :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მიხარია, რომ მოგეწონათ, ბლოგი რა თქმა უნდა ხშირად განახლდება :)

      Удалить
  2. namdvilad gasaxarebelia chveni bavshvebi eseti sistemit iswavlian, swavla mxiaruli da saxaliso iqneba rac gamozhgavndeba bavshvis ganatlebaze.

    ОтветитьУдалить
  3. საინტერესო დავალებები, სახალისო შეფასებები და, რა თქმა უნდა, მეგობრული და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა ზრდის მოსწავლის მოტივაციას!

    ОтветитьУдалить
  4. გავეცანი გაკვეთილს და ძალიან საინტერესოა.მრავალფეროვანია ინფორმაცია, ბავშვის ბუნებისა და ინტერესების წვდომა ჩანს, არის ხალისიანი. წარმატებას გისურვებ და ველი სიახლეებს .

    ОтветитьУдалить
  5. დიდი მადლობა! ბლოგი ხშირად განახლდება :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. Этот комментарий был удален автором.

      Удалить
    2. გამარჯობათ ქალბატონო მარიეტა. ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი ,საინტერესოა.ძალიან მსურს ასეთივე გაკვეთილის ჩაწერა და თუ არ შეწუხდებით რომ მითხრათ რომელ პროგრამაში შემიძლია
      ასეთივე გვერდის შექმნა

      Удалить
    3. მოგესალმებით, ასეთი გაკვეთილის შექმნა შესაძლებელია MS Powerpoint-ში და ჩაწერა პროგრამით მაგ. Camtasia Studio.

      Удалить
  6. ყოჩაღ მარიეტა... ძალიან ბევრი გიშრომია, რაც მთავარია ნაყოფიერად, ვინაიდან შედეგი შესანისნავია...

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა გიგა, ასეთი შეფასებისთვის!

      Удалить
  7. სუპერ! ძალიან მომეწონა. ხშირად გესტუმრებით ბლოგზე.👍

    ОтветитьУдалить