суббота, 23 ноября 2013 г.

ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი განათლების სისტემაში უკავია ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლება და უნარ-ჩვევების განვითარება.

დღეს, როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგიები ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროშია დანერგილი, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია სასწავლო პროცესში გამოიყენოს კომპიუტერი, როგორც ელექტრონული ასისტენტი, რაც ხელს შეუწყობს საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვას და სწავლებაში მეტი ეფექტიანობის მიღწევას.

სასწავლო პროცესში მოტივაციის ფორმირებას რამდენიმე მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს:

  • სასწავლო მასალის შინაარსი;
  • სწავლების ფორმები;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება;
  • მასწავლებლის სწავლების სტილი.

მხოლოდ თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება, მასწავლებლის მიერ სიახლეების ძიება, ინოვაციური ხერხების გამოყენება და მეგობრული სასწავლო გარემოს შექმნა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

ყველა ამ მიზნის მიღწევაში მასწავლებლის შეუცვლელი "მეგობარია" კომპიუტერი.

16 комментариев:

  1. Ответы
    1. მადლობა, ინფორმაცია ბლოგზე ხშირად განახლდება!

      Удалить
  2. ბლოგი მომეწონა! საინტერესო ვიდეო და საპრეზენტაციო მასალებია გამოქვეყნებული! ჩანს, რომ ხართ წარმატებული მასწავლებელი, ამიტომ გილოცავთ!

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან მომეწონა ეს ბლოგი.თავად თემათიკა,მიზანი და დანიშნულება ბლოგის არის ძალიან აქტუალური,რადგან ციფრულმა და მედია წიგნიერებამ მეტად უნდა აამაღლოს სკოლებში მოსწავლეთა დაინტერესება სწავლისადმი და იმ უნარ ჩვევების გამომუშავება რაც დღევანდელ განვითარებულ სამყაროში ასე აუცილებელია,ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.გისურვებთ წარმატებებს მთელი გულით და სულით.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა შეფასებისთვის და აზრის გამოხატვისთვის!

      Удалить
  4. ძალიან კარგი გვერდია.. :))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა, ჩემო კარგო! ძალიან ნიჭიერი მოსწავლე ხარ!

      Удалить
  5. qalbatono marietta gavecani tqven blogs da agfrtovanebuli var...dzaalian nichieri brdzandebiit...xshirad gamoviyeneb tqvens mier shemotavazebul saganmanatleblo programebs.. gmadlob rom zrunavt xalxze... :-*

    ОтветитьУдалить
  6. :), მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონათ!

    ОтветитьУдалить
  7. სასწავლო და ინფორმაციით კარგად დატვირთული ბლოგია, მომეწონა ბავშვების პრეზენტაციები, აშკარაა რომ კარგი მასწავლებელი ბრძანდებით, წარმატებებს გისურვებთ.

    ОтветитьУдалить
  8. ბლოგი ხშირად განახლდება! დიდი მადლობა!

    ОтветитьУдалить
  9. გილოცავთ, მომეწონა თქვენი ბლოგი

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გამარჯობათ ქალბატონო მარიეტა. ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი ,საინტერესოა.ძალიან მსურს ასეთივე გაკვეთილის ჩაწერადა თუ არ შეწუხდებით რომ მითხრათ რომელ პროგრამაში შემიძლია
      ასეთივე გვერდის შექმნა

      Удалить
    2. მადლობა შეფასებისთვის! გაკვეთილები ჩაწერილია Camtasia Studio პროგრამით.

      Удалить