დიაგრამების აგება
суббота, 1 октября 2022 г.
среда, 6 мая 2020 г.
среда, 29 апреля 2020 г.
среда, 22 апреля 2020 г.
среда, 15 апреля 2020 г.
четверг, 2 апреля 2020 г.
среда, 1 апреля 2020 г.
четверг, 26 марта 2020 г.
вторник, 24 марта 2020 г.
вторник, 17 марта 2020 г.
ცხრილები ტექსტურ რედაქტორში
ცხრილები ინფორმაციის ორგანიზებისა და თვალსაჩინოდ წარმოდგენის ერთ-ერთი საშუალებაა. ტექსტურ რედაქტორ Microsoft Word-ში, ცხრილების გამოყენებით შეგვიძლია შევქმნათ გაკვეთილების ცხრილი, კალენდარი, კროსვორდი.
воскресенье, 21 апреля 2019 г.
სასწავლო რესურსი "მუშაობა MS Excel-ში"
Microsoft Excel – ეს არის დიდი ცხრილი მასში მონაცემების შეტანისათვის. პროგრამის ფუნქციები იძლევიან შესაძლებლობას, რომ ციფრებთან ჩავატაროთ ნებისმიერი მანიპულაცია. ელექტრონული ცხრილი წარმოადგენს ძირითად საშუალებას, რომელიც გამოიყენება ციფრული ინფორმაციის დასამუშავებლად და ანალიზისათვის გამომთვლელი ტექნიკის საშუალებათა დახმარებით.
პროგრამის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის იძლევა რთული გამოთვლების განხორციელების საშუალებას. გამოთვლების შესრულების შემდეგ შედეგი გამოისახება უჯრედში.
ელექტრონული ცხრილის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს შედეგების ავტომატური გადათვლა, თუ შეიცვლება უჯრედების მნიშვნელობები.
ფაილს, რომლითაც ხდება Excel-ის მუშაობა, წიგნი ეწოდება. ის შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე სამუშაო ფურცელს, რომლებშიც შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა მონაცემები, დაწყებული ცხრილებიდან და დამთავრებული დიაგრამებითა და სურათებით.
სასწავლო რესურსის "მუშაობა MS Excel-ში" ბმული:
суббота, 6 апреля 2019 г.
სასწავლო რესურსი - ფაილი და საქაღალდე
სასწავლო რესურსი „ ფაილი და საქაღალდე“
წარმოდგენილია პრეზენტაციის სახით.
პრეზენტაცია შედგება 12 სლაიდისგან, სლაიდებზე მოცემულია ინტერაქტიული ტესტები. სლაიდებზე
წარმოდგენილი სატესტო დავალებები გაუადვილებს მასწავლებელს მოსწავლთა ცოდნის დონის შემოწმებას, კერძოდ რამდენად სწორად მოსწავლემ:
·
გაიაზრა მონაცემთა შენახვის
იერარქიას (ფაილი, საქაღალდე),
· ახდენს ფაილებისა და საქაღალდეების ლოგიკურ ორგანიზებას,
მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით,
ხოლო მოსწავლეებს დაეხმარება
მიღებული ცოდნის გამყარებაში.
სასწავლო რესურსის ბმული ინტერნეტში:
воскресенье, 3 марта 2019 г.
Html ენა - პირველი გაკვეთილი
ჰიპერტექსტური აღწერის ენა (HTML - HyperText Markup Language) — ტიმ ბერნერს-ლის მიერ 1993 წელს შექმნილი აღწერის ენაა, რომელიც განკუთვნილია ვებ-გვერდების და საიტების შესაქმნელად და ინფორმაციის გასავრცელებლად ინტერნეტის საშუალებით.
суббота, 2 июня 2018 г.
სასწავლო რესურსი "ინტერნეტი და HTML ენა"
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული.
ჩემ მიერ შექმნილი რესურსი არის მარტივად გამოსაყენებელი და ადვილად აღსაქმელი. შეიძლება მისი გამოყენება შესწავლილი მასალის გამეორების მიზნით. სლაიდ-შოუს დემონსტრირება შესაძლებელია მოხდეს მასწავლებლის კონპიუტერიდან, პროექტორის მეშვეობით - ეკრანზე. გარდა ამისა, მოსწავლეს რესურსი შეუძლია ნახოს დამოუკიდებლადაც, სახლში დავალების შესრულებისას ან გახსენების მიზნით, რისთვისაც სლაიდ-შოუს დემონსტრირების შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ ინტერნეტში მისი განთავსების ბმული.
სასწავლო რესურსის ბმული ინტერნეტში:
https://drive.google.com/open?id=1WZD780r5UK10a7kXlCUHJJ6Ux6t5d4j-
ჩემ მიერ შექმნილი რესურსი არის მარტივად გამოსაყენებელი და ადვილად აღსაქმელი. შეიძლება მისი გამოყენება შესწავლილი მასალის გამეორების მიზნით. სლაიდ-შოუს დემონსტრირება შესაძლებელია მოხდეს მასწავლებლის კონპიუტერიდან, პროექტორის მეშვეობით - ეკრანზე. გარდა ამისა, მოსწავლეს რესურსი შეუძლია ნახოს დამოუკიდებლადაც, სახლში დავალების შესრულებისას ან გახსენების მიზნით, რისთვისაც სლაიდ-შოუს დემონსტრირების შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ ინტერნეტში მისი განთავსების ბმული.
სასწავლო რესურსის ბმული ინტერნეტში:
https://drive.google.com/open?id=1WZD780r5UK10a7kXlCUHJJ6Ux6t5d4j-
понедельник, 28 мая 2018 г.
სახალისო ტესტები
სასწავლო რესურსი "სახალისო ტესტები" წარმოდგენილია პრეზენტაციის სახით. პრეზენტაცია შედგება 20 სლაიდისგან, სლაიდებზე მოცემულია ინტერაქტიური ტესტები. მოსწავლე ვალდებულია წაიკითხოს კითხვა. ოთხი სავარაუდო პასუხიდან იპოვოს სწორი პასუხი და მაუსის მარცხენა ღილაკის მეშვეობით დააფიქსიროს სწორი პასუხი დაწკაპუნებით, პროგრამა გადაამოწმებს და სწორი პასუხის არჩევის შემთხვევაში გამოიტანს მომღიმარე სმაილიკს ან სხვა სახალისო ნახატს, ხოლო არასწორი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში პროგრამა გამოიტანს დამწუხრებულ სმაილიკს. პრეზენტაცია შეიცავს თვალსაჩინო მასალას და სახალისო სურათებს, რაც უადვილებს მოსწავლეს სწორი პასუხის მოძებნის გზას. სლაიდებზე წარმოდგენილი სატესტო დავალებები გაუადვილებს მასწავლებელს მოსწავლთა ცოდნის დონის შემოწმებას, კერძოდ რამდენად სწორად გაიაზრა კომპიუტერის მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, ოპერაციული სისტემის დანიშნულება და ძირითადი ოპერაციები, ხოლო მოსწავლეებს დაეხმარება მიღებული ცოდნის გამყარებაში.
სასწავლო რესურსის ბმული ინტერნეტში:
среда, 15 февраля 2017 г.
პირველი სასკოლო ჰაკატონი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab ATSU მიერ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ორგანიზებული სასკოლო ჰაკათონის “JUNIOR ATSUHACK“ IV ტურში, რომელიც ჩატარდება ქუთაისში გადავიდნენ VI კლასის შემდეგი მოსწავლეები:
მარიამ კობაიძე;
სალომე ბერძენიძე;
მარიამ ლაბაური;
ნიკოლოზ კაზარიანი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)



