Microsoft Excel – ეს არის დიდი ცხრილი მასში მონაცემების შეტანისათვის. პროგრამის ფუნქციები იძლევიან შესაძლებლობას, რომ ციფრებთან ჩავატაროთ ნებისმიერი მანიპულაცია. ელექტრონული ცხრილი წარმოადგენს ძირითად საშუალებას, რომელიც გამოიყენება ციფრული ინფორმაციის დასამუშავებლად და ანალიზისათვის გამომთვლელი ტექნიკის საშუალებათა დახმარებით.
პროგრამის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის იძლევა რთული გამოთვლების განხორციელების საშუალებას. გამოთვლების შესრულების შემდეგ შედეგი გამოისახება უჯრედში.
ელექტრონული ცხრილის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს შედეგების ავტომატური გადათვლა, თუ შეიცვლება უჯრედების მნიშვნელობები.
ფაილს, რომლითაც ხდება Excel-ის მუშაობა, წიგნი ეწოდება. ის შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე სამუშაო ფურცელს, რომლებშიც შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა მონაცემები, დაწყებული ცხრილებიდან და დამთავრებული დიაგრამებითა და სურათებით.
სასწავლო რესურსის "მუშაობა MS Excel-ში" ბმული:
Комментариев нет:
Отправить комментарий