სასწავლო რესურსი "სახალისო ტესტები" წარმოდგენილია პრეზენტაციის სახით. პრეზენტაცია შედგება 20 სლაიდისგან, სლაიდებზე მოცემულია ინტერაქტიური ტესტები. მოსწავლე ვალდებულია წაიკითხოს კითხვა. ოთხი სავარაუდო პასუხიდან იპოვოს სწორი პასუხი და მაუსის მარცხენა ღილაკის მეშვეობით დააფიქსიროს სწორი პასუხი დაწკაპუნებით, პროგრამა გადაამოწმებს და სწორი პასუხის არჩევის შემთხვევაში გამოიტანს მომღიმარე სმაილიკს ან სხვა სახალისო ნახატს, ხოლო არასწორი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში პროგრამა გამოიტანს დამწუხრებულ სმაილიკს. პრეზენტაცია შეიცავს თვალსაჩინო მასალას და სახალისო სურათებს, რაც უადვილებს მოსწავლეს სწორი პასუხის მოძებნის გზას. სლაიდებზე წარმოდგენილი სატესტო დავალებები გაუადვილებს მასწავლებელს მოსწავლთა ცოდნის დონის შემოწმებას, კერძოდ რამდენად სწორად გაიაზრა კომპიუტერის მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, ოპერაციული სისტემის დანიშნულება და ძირითადი ოპერაციები, ხოლო მოსწავლეებს დაეხმარება მიღებული ცოდნის გამყარებაში.
სასწავლო რესურსის ბმული ინტერნეტში:
Комментариев нет:
Отправить комментарий