თსუ-ს ლექტორი - WOLFRAM RESEARCH კომპანიის ტექნოლოგიებისა პირველი ინსტრუქტორი ქალი აღმოსავლეთ ევროპიდან


ჩემი დის - სილვა ტოროსიანის წარმატების შესახებ წერს 
კვირის პალიტრა 1 (1013) 30 დეკემბერი 2013წ. - 5 იანვარი 2014 წ.
უნივერსიტეტი 12 (31) 2013წ.

Wolfram Research - კომპანია აწარმოებს მათემატიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას. მისი მთავარი პროდუქტი არის ტექნიკური კომპიუტერული სისტემა Wolfram Mathematica. პირველი ვერსია კომპიუტერული სისტემის Wolfram Mathematica შეიქმნა 23 ივნისს 1988 წელს სტივენ ვოლფრამის მიერ (Stephen Wolfram), რომელმაც დაიწყო ამ პროგრამაზე მუშაობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს.
სისტემა Wolfram Mathematica წარმოადგენს კომპიუტერული მათემატიკის სისტემას, რომელიც მრავალმხრივი სამეცნიერო გამოთვლების ჩატარების საშუალებას იძლევა, ელემენტალური მათემატიკიდან დაწყებული, გამოთვლითი მეთოდების რთული რეალიზაციით დამთავრებული. კომპიუტერული სისტემა Wolfram Mathematica არის საკმაოდ კარგი აპარატი კვლევითი და სასწავლო ხასიათის ამოცანების გადაწყვეტაში.
კომპიუტერული სისტემა Wolfram Mathematica საშუალებას აძლევს მომხმარებელს იმუშაოს მასთან, როგორც კალკულატორთან და როგორც მძლავრ დაპროგრამების სისტემასთან, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მათემატიკური მოდელების აგება და მათი გამოკვლევა. Wolfram Mathematica სისტემის დაპროგრამების ენა აძლევს საშუალებას მომხმარებელს გააფართოვოს სისტემა ახალი ფუნქციებით და აგრეთვე შექმნას სხვადასხვა პროგრამული მოდულები, რომლებიც ინტერაქტიურ რეჟიმში იმუშავებენ. ამასთან იგი უზრუნველყოფს დაპროგრამების სხვადასხვა მეთოდის და სტილის გამოყენებას: ლოგიკური დაპროგრამება, ფუნქციონალური დაპროგრამება, გრაფიკული დაპროგრამება, პროცედულური დაპროგრამება, დინამიური დაპროგრამება. ეს სისტემა არის ყველაზე ძლიერი და მრავალმხრივი გამოთვლითი სისტემა მსოფლიოში.
Wolfram Research კომპანიის სერტიფიცირებული ინსტრუქტორები არიან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილვოებული მასწავლებლები, რომლებიც არიან მსოფლიო მასშტაბით Wolfram ტექნოლოგიების ექსპერტები. ინსტრუქტორების ნაწილი Wolfram Research კომპანიის თანამშრომლები, ნაწილი კი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები არიან.
სილვა ტოროსიანმა, რომელიც გახლავთ ფაკულტეტის უფროსი ინჟინერი, კომპიუტერული სისტემის Wolfram Mathematica გამოყენება დაიწყო 2004 წლიდან მაგისტრის ხარისხზე მუშაობისას. 2005 წელს მისმა სადიპლომო ნამუშევარმა ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე მესამე ადგილი მოიპოვა.
ტოროსიანი მის მიერ შექმნილ Wolfram Mathematica სატესტო პროგრამას თსუ-ში იყენებს სტუდენტთა გამოკითხვის დროს. აგრეთვე, შექმნილი აქვს ამ პროგრამაში სხვადასხვა ანიმაციები და პროგრამები. იგი გახლავთ ამ თემაზე ორი სამეცნიერო სტატის თანაავტორი. მისი სასწავლო კურსის სახელია "კომპიუტერული სისტემა Wolfram Mathematica და მისი შესაძლებლობები".
"თსუ-ში ვასწავლი 2007 წლიდან. ჩემი აზრით, სტუდენტი უნდა დაეუფლოს კომპიუტერულ პაკეტთან მუშაობას Mathematica 7/8/9 სისტემის ბაზაზე, რადგან სტუდენტმა უნდა შეიძინოს აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები Mathematica 7/8/9 სისტემის გარემოში ეფექტიანი პროგრამირებისათვის და გამოიმუშაოს დამოუკიდებლად სწავლის ინტერესი და უნარი. ამასთან, სტუდენტი უნდა დაეუფლოს და თავისუფლად გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები", - აცხადებს სილვა ტოროსიანი.
მისი თქმით, საერთაშორისო აღიარებამ მას უფრო მეტი სტიმული მისცა საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის და სურს სტუდენტებსაც დაუზიაროს იგი, რაც აისახება მათი ინტერესის გაზრდაში ამ სისტემის სწავლის მიმართ.
მეცნიერის სურვილია მომავალში კიდევ უფრო აიმაღლოს კვალიფიკაცია, რის დაფინანსებასაც სხვადასხვა ქვეყნებში კომპანია Wolfram Research უზრუნველყოფს.

Комментариев нет:

Отправить комментарий